Показаны сообщения с ярлыком ფსიქოლოგია. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ფსიქოლოგია. Показать все сообщения

понедельник, 14 сентября 2015 г.

გადაწყვეტილებების მიღება

   დრაკერი: “ფაქტებით არავინ იწყებს, იწყებენ მოსაზრებებით“ პფეფერი: „არავითარი მოსაზრება, მხოლოდ ფაქტები“
   როდესაც ამ ორ წინადადებას ვკითხულობთ ერთი შეხედვით შეიძლება გაჩნდეს შთაბეჭდილება, რომ ისინი ერთმანეთის საპირისპიროა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვნახავთ თუ რას გულისხმობენ მათი ავტორები ცხადი ხდება, რომ მათი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა. „არავითარი მოსაზრება, მხოლოდ ფაქტები“, ამ ნათქვამის გასააზრებლად განვიხილოთ პფეფერის მოყვანილი ერთი მაგალითი კომპანიაზე, რომელიც მუდმივად ატარებს კლიენტების გამოკითხვას სერვისის გაუმჯობესების მიზნით. პფეფერი ამბობს, რომ ისინი ეყრდნობიან ფაქტებს ანუ გამოკითხვის შედეგებს და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ ცხადია, რომ თავად იმის გადაწყვეტას,
   როგორი გზით უნდა ჩატარდეს ეს გამოკითხვა და რა კითხვები უნდა დაისვას გადაწყვეტა სჭირდება ანუ საჭიროა მოსაზრება ამის შესახებ და შემდეგ ამის განხილვა. მაგალითად მოყვანილია კომპანია Yahoo-ც, რომელიც გადაწყვეტილებას დიზაინისა და ფერების შესახებ იღებს ცდების საფუძველზე, მაგრამ ალბათ გასაგებია, რომ იგი უბრალოდ ნებისმიერ დიზაინს არ ცდის, ჯერ იღებს გადაწყვეტილებას, არჩევს რამდენიმე დიზაინს და შემდეგ მათ გამოცდის, დააკვირდება ხალხის რეაქციას და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ანუ როდესაც პფეფერს მოყავს ერთ-ერთი მენეჯერის სიტყვები „არავითარი მოსაზრება, მხოლოდ ფაქტები“ იგი გულისხმობს საბოლოო გადაწყვეტილების დროს განხილულ ფაქტებს, რომლებსაც წინ ცხადია მოსაზრებები უძღოდა ამ ფაქტების მიღებისათვის. ზუსტად ამავეს ამბობს დრაკერი სიტყვებით “ფაქტებით არავინ იწყებს, იწყებენ მოსაზრებებით“, აქ იგი საუბრობს სწორედ იმ პირველ ეტაპზე, რომელიც პფეფერის მიერ განხილულ ეტაპს უძღვის წინ. დრაკერი ამბობს, რომ სანამ რაიმე გადაწყვეტილება მიიღება საჭიროა იდეების განხილვა მასთან დაკავშირებით, ბევრი ფიქრის შემდეგ კი მიიღება გადაწყვეტილება,
   რომელიც დიდი ალბათობით სწორი იქნება, მაგრამ საბოლოო შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა რამდენადაც სწორი კითხვის დასმა, რადგან სწორი პასუხი არასწორ კითხვაზე ისეთივე უსარგებლოა როგორც არასწორი პასუხი სწორ კითხვაზე. ამდენად აშკარად ჩანს, რომ დრაკერისა და პფეფერის მოყვანილი წინადადებები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა, ერთმანეთის განმგრძობ ეტაპზე საუბრობენ. შეჯამების სახით: გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა მოსაზრებების გამოთქმა მათი განხილვა და სწორი ამოცანის დასმა, ამაზე ამახვილებს ყურადღებას დრაკერი, ხოლო ამ პროცესის შემდეგ საჭიროა ფაქტების განხილვა და დასმულ ამოცანაზე სწორი პასუხის გაცემა. ამაზე კი პფეფერი საუბრობს. მათი მოსაზრებები ერთმანეთს კი არ ეწინააღმდეგებიან არამედ ავსებენ, გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა ორივე მათგანის მიერ აღწერილი პროცესის გავლა, მხოლოდ ასე შეიძლება ეფექტური მუშაობა, სწორი ამოცანების პოვნა და მათ შესახებ სწორი გადაწყვეტილებების მიღება.